მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად შესაძლოა 500-მდეც იყოს

NCDC-ის დირექტორი 2020 წელს
1601282320
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი 200-დან ზემოთ, 400-500-ს შორის იმერყევებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ყოველდღიური შემთხვევების ზრდა გვექნება. მთავარია სისტემა მას მართავს და ეპიდსიტუაცია კონტროლირებადი რჩება. შემთხვევათა რაოდენობა იქნება 200, 400, 500-მდეც შეიძლება იყოს ყოველდღიურად ქვეყანაში, მაგრამ 70% კვლავ აჭარაზე მოდის“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ეპიდემიოლოგების მთავარი ყურადღების ობიექტი ამჟამად აჭარის რეგიონია და იმედი არსებობს, რომ იქ სიტუაცია დასტაბილურდება.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ტემპი დრამატული არაა და ჯანდაცვის სისტემაში არავითარ კოლაფსზე საუბარი არ არის.