მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: ძალიან გვინდა, რომ აღდგომის დღესასწაული მშვიდად ჩატარდეს

ამირან გამყრელიძე
1618130895
COVID-19

„უნდა შევეცადოთ, რომ სააღდგომო პერიოდში რა შეზღუდვებიც დღეს არის, იმაზე მეტი არ დაწესდეს,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველ არხის ეთერში განაცხადა.

„კლასტერული გავრცელება უკვე გვაქვს და შეიძლება შევიდეთ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში, როგორიც იყო ნოემბერ-დეკემბერში.

საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ მდგომარეობა სერიოზულია და ყოველდღიურად 8-10 გარდაცვალებაა კოვიდით გამოწვეული, ინფიცირებულთა მაჩვენებელი კი იზრდება. ძალიან გვინდა, რომ ყველაზე დიდი დღესასწაული, აღდგომის დღესასწაული ჩატარდეს მშვიდად და არ დაგვჭირდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება ქვეყანაში და ეს შესაძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი სიტუაცია გაუარესებულია, ის სრულად მართვადია და შესაძლებელია, თავი ავარიდოთ ახალ შეზღუდვებს.

დისტანციის დაცვა, პირბადის გამოყენება, სანიტარული პირობების დაცვა და თავშეყრებისგან თავის არიდება – ეს რჩება მთავარ რეკომენდაციებად“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე

იხილეთ აგრეთვე:

💉თენგიზ ცერცვაძე: მოჩანს მესამე ტალღის აჩრდილი

💉სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი მცირედ გაზრდილია