მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: განმეორებითი ინფიცირების შესახებ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს

NCDC-ის ხელმძღვანელი
1603180929
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით განმეორებითი ინფიცირების რისკზე ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არ არსებობს.

მისი თქმით, მსგავსი სულ რამდენიმე შემთხვევა იყო მსოფლიოში.

„რეინფიცირების შესახებ კითხვაზე მსოფლიოში ჯერჯერობით არავის აქვს ზუსტი პასუხი. ეს ვირუსი კი არის უკვე 10 თვის ისტორიის, მაგრამ რეინფიცირების შემთხვევები აღწერილია მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი. კორონავირუსი ასტიმულირებს როგორც ჰუმორულ, ისე უჯრედულ იმუნიტეტს და ორგანიზმში გარკვეული პერიოდი რჩება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, რეინფიცირების რისკის შესახებ მსოფლიოში კვლევა მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს დიდი კვლევები იმის შესახებ, თუ რამდენი ხნის განმავლობაში რჩება კორონავირუსის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი ორგანიზმში. ზოგ შემთხვევაში ანტისხეულები დავარდა 3-6 თვის შემდეგ, ხოლო დარჩა უჯრედული იმუნიტეტი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კროონავირუსის 19 857 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 8666 და გარდაცვლილია 158 პაციენტი.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 რჩევები - როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი კორონავირუსის სიმპტომები აღმოგვაჩნდა

🔴 არის თუ არა კლინიკებში საწოლების საკმარისი რაოდენობა?