დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი, ამირან გამყრელიძე მშობლებს მოუწოდებს, სიცხიანი ბავშვები სკოლაში არ გაუშვან. მისი თქმით, ასეთ დროს მოქალაქეებმა 112-ის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ.
„ვთხოვ ყველა მშობელს, სიცხიანი ბავშვი სკოლაში არ გაუშვან. ასეთ დროს მიმართონ ცხელ ხაზს, 112-ს. თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის ბავშვს კორონავირუსზე გამოიკვლევენ“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, სკოლებში დაცული უნდა იყოს ყველა ის რეგულაცია, რაც NCDC-მ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა.
ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში სწავლა ნაწილობრივ განახლდა. 12 ოქტომბრიდან, აჭარის რეგიონის გარდა, ქვეყენაში მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღები და უნივერსიტეტები.
საქართველოში კორონავირუსის 6 640 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 3 419 და გარდაცვლილია 41 პაციენტი.