მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: ნიღბის ტარება შესაძლოა კარგახანს დაგვჭირდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020
1587572715
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია მსოფლიოსა და საქართველოში 2 მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს.

პირველი, მისი თქმით, პირბადეების ხანგრძლივ პერიოდში გამოყენების აუცილებლობა იქნება.

"ნიღბის ტარება დიდი თავყრილობების დროს, შესაძლოა, კარგახანს მოგვიწიოს და ამას უნდა შევეგუოთ. არ არის აუცილებელი იყოს სამედიცინო ნიღაბი. უკვე სოციალური ნიღაბი დაერქვა პირბადეს. ხშირად სახლშიც შეიძლება შეკეროთ ასეთი ნიღბები",- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე აცრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია არის უმნიშვნელოვანესი კულტურა.

"გასულ წელს გრიპის საწინააღმდეგო აცრა 100 000-მა ადამიანმა გაიკეთა მხოლოდ სახელმწიფო პროგრამით, ხოლო 30 000 აიცრა კერძო კლინიკებში. პირველი რჩევაა, რომ დროულად ავიცრათ გრიპის საწინააღმდეგოდ",- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფოს უკვე შესყიდული აქვს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 130 000 დოზა.