მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან გამყრელიძე: სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ ჭამა-სმა საჭირო არ არის

გამყრელიძე ამირან
1618163099
COVID-19

„აღდგომის დროს ქალაქები იტვირთება, დადიან ადამიანები სააღდგომო დღესასწაულებზე, ბევრი მიდის სოფლებში და კარგია, რომ შემდეგ არდადეგები იქნება და ისინი დარჩებიან სოფლებში - მობილობა განიტვირთება და დაეცემა“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „TV პირველი“-ს ეთერში განაცხადა.

„გარკვეული რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი წინასწარ უნდა შეთანხმდეს საპატრიარქოსთან.

რაც შეეხება ბრწყინვალე შვიდეულს, აღდგომის შემდგომ დღეებს, აქაც გასაგებია, რომ იქნება მოწოდება, რომ არ არის საჭირო სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული, იქ ჭამა-სმა, მოკრძალებულად გავაკეთოთ, გავიდეთ, ჩვენს მიცვალებულებს ვცეთ პატივი ისე, როგორც გვეკადრება პანდემიის პერიოდში.“

ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის არ არის წარმატებული.

„ვაქცინაცია არ არის წარმატებული, პირდაპირ გეტყვით. ბევრი ფაქტორია, რატომ არ არის წარმატებული. ამ დროისთვის 20 000 ადამიანია აცრილი, როცა გეგმით ამ დროისთვის ვფიქრობდით, რომ 50 000 მაინც უნდა გვყოლოდა აცრილი. სულ მცირე, 2-ჯერ ჩამოვრჩებით იმ ტემპს, რაც გვინდოდა,“ - აცხადებს გამყრელიძე.

იხილეთ აგრეთვე:

💉თენგიზ ცერცვაძე: მოჩანს მესამე ტალღის აჩრდილი

💉სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი მცირედ გაზრდილია

💉ამირან გამყრელიძე: მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში