COVID-19

ამირან გამყრელიძე: შეზღუდვები ქვეყანას დიდხანს დასჭირდება

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020 18
12:45 22.05
დაკოპირებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დიდხანს არ დასრულდება. ზაფხულში სიტუაცია შესაძლოა შემსუბუქდეს, თუმცა მეცნიერები მეორე და მესამე ტალღასაც ვარაუდობენ.

შესაბამისად, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, რაც შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს, ხანდახან ეს მკაცრი შეზღუდვები იქნება.

"მსოფლიოში პანდემია მიმდინარეობს და ის დიდი ხანი არ დასრულდება. სიტუაცია სხვადასხვა ქვეყნებში იცვლება. შეიძლება ჩვენი სლოგანი მოგწყინდათ, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, ეს საკმაოდ დიდხანს დაგვიჭრდება და დიდხანს დაგვჭირდება ასევე გარკვეული რეკომენდაციების დაცვა, ზოგიერთ შემთვევაში მკაცრი შეზღუდვების კიდევ გამეორება.

ეპიდემიებს აქვს ტალღისებური მიმდინარეობა, ზაფხულისკენ სიტუაცია შეიძლება სიმშვიდისკენ წავიდეს, მაგრამ ასევე დიდი ალბათობით, და მსოფლიო მეცნიერთა უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ იქნება მეორე ტალღა, მესამე ტალღა და ა.შ. ანუ, კორონავირუსული ინფექცია დიდხანს ჩვენთან ერთად იქნება.

ამიტომ, ეს შეზღუდვები, როგორიცაა მოკლევადიანი ამათუიმ არეალის ჩაკეტვა, იქ სერიოზული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება, კარანტინების გამოცხადება, ზოგიერთ პერიოდში სწავლის დროებით შეჩერება, ზოგიერთ ქვეყანასთან საზღვრის ჩაკეტვა და ა.შ. - ეს ქვეყანას დასჭირდება დიდხანს, ისევე, როგორც ყველა ქვეყანა ამას ახორციელებს. ეს არ ნიშნავს, რომ მუდმივად საგანგებო რეჟიმში უნდა ვიყოთ, ამიტომ ვამბობთ, უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება, პერიოდულად შემზღუდველი ღონისძიებები, სანამ გაჩნდება ვაქცინა, სანამ შეიქმნება იმუნური ფენა, ეტიოტროპული წამალი, რომ გეცოდინება დაგემართა კორონავირუსული ინფექცია, ამ წამალს მიიღებ და მორჩები მალე, ანუ ვირუსს ის მოკლავს და გაანეიტრალებს", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამერიკელი ბიზნესმენი

ბილ გეიტსი ჩიპიზაციაზე ბრალდებებს პასუხო...

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი მის მიერ, კორონავირუსის ვაქცინის მეშვეობით,...
კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზრის განვითარების მიზნით, უმნიშვნელოვანესი გადაწყვ...
36 წუთის წინ
სოფელ წიწკანაანთსერში საბავშვო ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ღირებ...
37 წუთის წინ
European Best Destinations-ის მიერ ბათუმის, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულებად დასახელების პარალ...
15:18
შეღავათიანი აგრო კრედიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხები 0%-დან (ეფექტური 0.5%- დან) გაიცემა...
14:57
კონკურსი სუფთა რეგიონი 2020 წლის კონკურსი "სუფთა რეგიონი" იწყება
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს 2020 წლის კონკურსი „სუფთა რეგიონი“  გამოცხადდა. კონკურსი საქართველო...
მობილური ინტერნეტის 3.2 მლნ აბონენტი იყე...
საქართველოში 2019 წლის მონაცემებით სულ 5.4 მობილური აბონენტია რეგისტრირებული, მა...
აფეთქებების სერია საცხოვრებელ კორპუსში –...
მოსკოვში, დოროჟნაიას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, იუწყება...
უმისამართო სროლა ვარკეთილში
ვარკეთილში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმეჯ...