მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანგელა მერკელმა კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა

გერმანიის კანცლერის გამოხედვა
1584971064
COVID-19

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა, რომლის პასუხიც ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა  შტეფან სეიბერტმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კანცლერს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით დაავადებულ ექიმთან, რის შემდეგაც ანგელა მერკელი თვითიზოლაციაში გადავიდა.

”მან დღეს ჩაიტარა კვლევა კორონავირუსზე. ველოდებით შედეგს",-აღნიშნა სეიბერტმა.

მისი თქმით, კანცლერს ჯანმრთელობას უამრავი ადამიანი უსურვებს, რაც ძალიან სასიხარულოა.

ცნობისთვის, გერმანიაში ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილია 111, ხოლო ინფიცირებულია 26 220 ადამიანი.