მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არსებული ინფორმაციით, 1 კოვიდინფიცირებული 350 კაციან ქორწილში იმყოფებოდა

კორონავირუსზე ტესტირება გამშვებ პუნქტებზე
1599293219
COVID-19

ოზურგეთში ინფიცირებული მამაკაცი ბათუმის რესუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, სანამ მას კორონავირუსი დაუდასტურდებოდა, ბათუმში 350 კაციან ქორწილში იმყოფებოდა.

PIA.GE აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობენ.

„ოზურგეთის ეპიდსამსახურმა უნდა განახორციელოს ეს კვლევა, დააზუსტოს და შემდეგ გადმოსცეს ადგილობრივებს“,- აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

ამჟამად ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები სოფელ ასკანაში მიემგზავრებიან და ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.