მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასთმის საწინააღმდეგო ინჰალატორი კორონავირუსის მკურნალობას ხელს უწყობს - DW

ასთმის საწინააღმდეგო ინჰალატორი
1618403506
COVID-19

ასთმის საწინააღმდეგო ინჰალატორში არსებულ სტეროიდს კოვიდ 19-ის მწვავე სიმპტომების თავიდან აცილება შეუძლია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მას ადრეულ ეტაპზე შეუძლია კოვიდ 19-ით გამოწვეული გართულებების შემცირება.

„ასთმის საყოველთაო წამალი, რომლის გამოყენება შესაძლებელია სახლში, შესაძლოა, ეფექტური სამკურნალო საშუალება იყოს კოვიდ 19-ის წინააღმდეგ“, - ნათქვამია სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პაციენტებმა, რომლებმაც პრეპარატი ბუდესონიდი მიიღეს, ნაკლებად სჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.

კვლევებმა, ასევე, აჩვენა, რომ ინჰალაციური სტეროიდების გამოყენება ასთმისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე ადამიანებში კორონავირუსის გართულების რისკებს ამცირებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა სომია სვიმინატანმა Twitter- ზე კვლევის შედეგებს „დამაიმედებელი“ უწოდა.

ამავე თემაზე:

✔️ ამირან გამყრელიძე: მხოლოდ დადებითობის მაჩვენებლით ვერ იმსჯელებ, გასათვალისწინებელია რეანიმაციული განყოფილებების დატვირთვა