მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

AstraZeneca-ს ვაქცინის მასობრივი გამოყენება წლის ბოლოს დაიწყება

ასტრაზენეკას ვაქცინა პირველ მოხალისეს გაუკეთდა
1603049062
COVID-19

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინის ფართომასშტაბიანი გამოყენება დიდ ბრიტანეთში 2020 წლის ბოლოსთვის დაიწყება. ამის შესახებ გამოცემა „სანდი თაიმსი“ იტყობინება.

როგორც ინფექციონისტმა ვან-თამმა განაცხადა, ტესტებმა აჩვენა, რომ ვაქცინა ინფექციას დაამარცხებს და სიცოცხლეს გადაარჩენს.

გასულ კვირას მან დეპუტატებს განუცხადა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca– ს მიერ წარმოებული ვაქცინის მესამე ეტაპი ნიშნავს, რომ ვაქცინის მასობრივი გამოყენება შესაძლოა დეკემბერში დაიწყოს.

მისივე თქმით, წლის ბოლოს, ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის ათასობით თანამშრომელი ვაქცინაციის წესების შესახებ ტრენინგს გაივლის.