მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიაკში 59 ინფიცირებულ პაციენტს პნევმონია აქვს

პაციენტი პალატაში კორონავირუსი
1600071909
COVID-19

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 19 ახალი პაციენტი შეიყვანეს. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა გიორგი კიკაბიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის საავადმყოფოში ჯამში 147 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

„59 პაციენტს პნევმონია აღენიშნება და მათთან ანტივირუსული და ანტიბიოტიკური მკურნალობა მიმდინარეობს. 8 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, რომელთაგან 4-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 4-ის საშუალო სიმძიმისაა“, - აღნიშნა გიორგი კიკაბიძემ.

კლინიკის დირექტორის განმარტებით, 147 პაციენტიდან ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია არცერთს ესაჭიროება.

ინფორმაციისთვის, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა დადსტურდა. აღნიშნულ პერიოდში რეგიონში კორონავირუსზე 2530 კვლევა ჩატარდა.