მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში COVID 19-ის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა
1587800439
COVID-19

ბათუმში Covid-19-ის ერთი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი ამ შემთხვევაში იმპორტირებულია.

საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთიდან ახალგაზრდა ქალი სარფის საბაჟოს გავლით 3 დღის წინ შემოვიდა. ის საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა, ტემპერატურის მატების გამო კი გუშინ ცხელების ცენტრში მოათავსეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხვა პირებთან მას შემხებლობა არ ჰქონია.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კოვიდ 19-ის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 456-მდე გაიზარდა.

ამავე მონაცემების მიხედვით, დღემდე კორონავირუსით 132 ადამიანია გამოჯანმრთელებული, ხოლო საკარანტინო რეჟიმში 4949 პირი რჩება.