მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბათუმში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა“ - მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია პირბადით
1600154010
COVID-19

დღეს, 15 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან:

  • 88 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი
  • 50 მოგზაურობის ისტორიით
  • 4 საკარანტინე სივრცეში დადასტურებული
  • დანარჩენი კი ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ცხელების ცენტრში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების მოძიება გრძელდება“,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

170 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • 124 აჭარა
  • 20 თბილისი
  • 13 იმერეთი (ქუთაისი)
  • 6 სამეგრელო-ზემო სვანეთი (ზუგდიდი)
  • 3 გურია-ოზურგეთი
  • 3 მცხეთა
  • 1 ცაგერი

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.