მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში კორონავირუსით 41 წლის ქალი გარდაიცვალა

საავადმყოფოს დერეფანი
1602769777
COVID-19

ბათუმში კოვიდინფექციას 41 წლის ქალი ემსხვერპლა.

პაციენტის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, სწორედ ამიტომ ქალი კოვიდ სასტუმროში გადიოდა მკურნალობის კურსს.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა 10 ოქტომბერს, იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა კოვიდ სასტუმროში.

„დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია“, - აღნიშნა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 919 ადამიანს დაუდგინდა.