მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულმა სამმა ქალმა იმშობიარა

ორსული ქალის გასინჯვა
1601110542
COVID-19

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებულმა სამმა ქალმა იმშობიარა.

როგორც ცნობილია, ახალშობილებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

როგორც კლინიკის დირექტორი, ნუგზარ პაპავა აცხადებს, კორონავირუსით ინფიცირებული 15 ორსულიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.

„ერთის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან პაციენტს ხველება და ცხელება აღენიშნება, იგი 22 კვირის ფეხმძიმეა“, - აღნიშნა მან.

დღეს, 26 სექტემბერს აჭარის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ განაცხადა, რომ არსებული მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებში სულ 484 პაციენტი მკურნალობს, აქედან 40 არასრულწლოვანია, ხოლო 14 ორსული.