მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში საკონდიტრო „დონას“ თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა

საკონდიტროში კორონავირუსი
1598947381
COVID-19

პირველ სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან 1 ბათუმის ერთ-ერთი საკონდიტრო „დონას“ თანამშრომელია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ შემთხვევებიდან 2 უკავშირდება საკარანტინე სივრცეს, 3 კი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, ნონა ეფაძე ავრცელებს.

„მე-6 შემთხვევა გახლავთ საკონდიტრო „დონას“ თანამშრომელი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრშია მოთავსებული“, - განაცხადა ნონა ეფაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით. საკონდიტრო კი 14 სექტემბრამდე დაკეტილია.

„თუ ვინმე ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ამ საკონდიტროში მიმართონ სხვადასხვა ადგილს (კარვებს), სადაც ეს ტესტირება ტარდება, პაციენტების მიღება 4 საათიდან დაიწყება“- აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ.

ამ დროისთვის, საკონდიტროს თანამშრომლის კონტაქტების ნაწილი დადგენილია. მიმდინარეობს მათზე დაკვირვება სხვადასხვა მეთოდით, ზოგი მათგანი თვითიზოლაციაშია ზოგი კი კარანტინში.

ინფრომაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.