მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბერძული: კოვიდის საწინააღმეგო ვაქცინა სავარაუდოდ 2021 წლის დასაწყისში გვექნება

ნინო ბერძული ჯანმო
1596392384
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ჯანდაცვის პროგრამების დირექტორი ნინო ბერძული აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავარაუდოდ 2021 წლის დასაწყისში უკვე იქნება, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის წლის დასაწყისიდანვე იქნება ხელმისაწვდომი.

„ვაქცინა სავარაუდოდ 2021 წლის დასაწყისში იქნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის წლის დასაწყისშივე იქნება ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის, რადგან აქ მნიშვნელოვანია, როგორ მოხდება ვაქცინის ალოკაცია.

ჩვენ 2021 წლის ბოლოსთვის გვჭირდება დაახლოებით 2 მილიარდი დოზა ვაქცინა, იმისათვის, რომ რაღაც უსაფრთხოების დონე შევქმნათ. ეს არის ძალიან დიდი დოზა. კანდიდატი ვაქცინის წარმოება დაწყებულია“,- განაცხადა ნინო ბერძულმა „იმედის“ ეთერში.