მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით 2 ახალი პაციენტი შეიყვანეს

კლინიკის გარე ფასადი
1587104844
COVID-19

"დაგვემატა 2 პაციენტი. ორივე მათგანი არის გადმოყვანილი. 18 წლამდე გვყავს 7 პაციენტი. 18 პირი ემზადება კვლევაში ჩასართავად",- ამის შესახებ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეომ მაკა სონღულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი პაცინეტების ინფიცირების წყარო ცნობილია და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე 51 პაციენტი მკურნალობს, მათგან 24-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული, რომელთაგან საყურადღებოა 9 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის 370 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 77 და გარდაცვლილია 3 აპციენტი.