მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოჭორიშვილის კლინიკის რეანიმაციაში ინფიცირებული პაციენტები აღარ ჰყავთ

ბოქსირებული პალატა
1590387910
COVID-19

"საბედნიეროდ, ახალი შემთხვევები არ გვაქვს. 3 პაციენტი გყვავს საშუალო სიმძიმის, მეტნაკლებად საყურადღებო. რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტები აღარ არიან",- ამის შესახებ აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა კახა ოშხნელმა განაცხადა.

კლინიკაში კორონავირუსისიგან განკურნებაზე კვლევა დღეს 5 პაციენტს ჩაუტარდება. მათგან 3 განმეორებითი ანალიზი იქნება.

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსი 34 პაციენტს აქვს დადასტურებული, მათგან 11 არასრულწლოვანია. მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.