მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლნისში 5 ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

2020 კორონავირუსი ექიმი საავადმყოფოში
1588076508
COVID-19

ბოლნისში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 5 ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულ სამედიცინო პეროსნალთან კონტაქტის გამო, ისინი საკარანტინო ზონებში იმყოფებოდნენ. ახალი შემთხვევები გამოვლინდა თეთრიწყაროს რაიონშიც. ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

"ჯამურად თეთრიწყაროში გვაქვს 22 დადასტურებული შემთხვევა. ეპიდემიოლოგები თეთრიწყაროს რაიონში მუშაობას განაგრძობენ. ისინი იმ კონტაქტებს იკვლევენ, რომლებიც ინფიცირებულებთან არის დაკავშირებული. მკაცრ საკარანტინო რეჟიმში 40 ადამიანი იმყოფება",-აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 93, ხოლო თეთრიწყაროს რაიონში 22 შემთხვევაა დადასტურებული.