მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების მხრივ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

საქართველო ინფიცირებით პირევალ ადგილზე გავიდა
1628581488
COVID-19

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 100 000 ადამიანზე ინფიცირების რაოდენობის მხრივ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამის შესახებ nytimes.com იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ამ ხნის განმავლობაში საშუალოდ დღეში 3,758 ადამიანის ინფიცირება ხდებოდა. ინფიცირების ტემპების მიხედვით საქართველოს შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა კუნძული მენი, ხოლო მესამეზე - ფიჯი. ათეულში მალაიზია, კვიპროსი და ირანი შედიან.

რამდენიმე ქვეყანამ საქართველო წითელ ზონაში უკვე შეიყვანა.