მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთში კორონავირუსზე ტესტირება, უკანა ტანიდან დაიწყეს

ჩინეთი
1611757957
COVID-19

ჩინეთმა დაიწყო ანალური ტამპონების გამოყენება იმ ადამიანების შესამოწმებლად, რომლებსაც კოვიდ 19-ით ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გასულ კვირას პეკინში ჩატარებული Covid-19 დადასტურებული უბნების მაცხოვრებლებისგან აიღეს ანალური ტამპონები .

ბოლო კვირების განმავლობაში, კორონავირუსის მასობრივი გავრცელების მიზეზით ჩრდილოეთ ჩინეთის მრავალი ქალაქი დაკეტეს. ვიდრე ჩინეთი ამ მეთოდის გამოყენებას დაიწყებდა, ჩვეულებრივ, მოქალაქეებს ცხვირისა და პირის ღრუდან აღებული ნაცხის გამოკვლევის საშუალებით ტესტავდნენ.

ანალური ტამპონის მეთოდით ”შეიძლება გაიზარდოს ინფიცირებული ადამიანების გამოვლენის სიჩქარე, რადგან ვირუსის კვალი უფრო დიდხანს იგრძნობა ანუსში, ვიდრე სასუნთქ გზებში“- განუცხადა CCTV- ს პეკინის იუანის საავადმყოფოს უფროსმა ექიმმა ლი ტონგენგმა.

ინფორმაციისთვის ჩინეთში კორონავირუსის 89 272 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 82 774 გამოჯანმრთელდა და 4 636 ადამიანი გარდაიცვალა.