მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID 19 - ივნისის ბოლო კვირის სტატისტიკა

კორონა 300
1593412449
COVID-19

ბოლო 1 კვირაში მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად 1.192 მლნ-ით 10.238 მლნ-მდე გაიზარდა. პარასკევს, 26 ივნისს კორონავირუსი 194 000 ადამიანს დაუდგინდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

ინფიცირებულებისგან განსხვავებით, ზრდა არ დაფიქსირებულა გარდაცვლილთა რაოდენობაში. 21-28 ივნისს ვირუსს 33 ათასი ადამიანი შეეწირა, რაც მაის-ივნისის ანალოგიურია და მნიშვნელოვნად ჩამორჩება აპრილის მონაცემებს, როდესაც მსხვერპლი ყოველკვირეულად 50-60 ათასით იზრდებოდა. გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის ტემპის შემცირების გამო, 7-დან 6 პროცენტამდე შემცირდა სიკვდილიანობის კოეფიციენტიც.

გასულ კვირას აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა 278 ათასით გაიზარდა, საშუალო დღიური მატება - 39.7 ათასი. ბრაზილიაში მატებამ 259 ათასი შეადგინა, საშუალო დღიური ზრდა 37 ათასი, ხოლო ინდოეთში 123 ათასი, საშუალო დღიური ზრდა - 17.6 ათასი.

ასევე, გასულ კვირას გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 0.5 მლნ-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 5.5 მლნ-ს გადააჭარბა.