COVID-19

„covid-19 დაუდასტურდა N16 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს“ - სპს

სპეციალური პენიტენციური სამსახური
14:16 შაბ. 26 სექტემბერი
დაკოპირებულია

covid-19 დაუდასტურდა N16 პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომელს, რომელსაც პატიმრებთან და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია. ინფორმაციას სპს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის 26 სექტემბერს გეგმიური PCR ტესტირების შედეგად covid-19 დაუდასტურდა N16 პენიტენციური დაწესებულების საამანათო სივრცის თანამშრომელს. მისი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მოცემულ პირს დაწესებულების შიდა პერიმეტრთან, ანუ პატიმრებთან და დაწესებულების ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია, ვინაიდან იგი მხოლოდ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მუშაობს. მას შეხება ჰქონდა მხოლოდ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან და დაწესებულებაში შემსვლელ სხვა პირებთან.

„აღსანიშნავია, რომ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა, ვისთანაც მოცემულ პირს უშუალო კონტაქტი ჰქონდა, 25 სექტემბერს ასევე გაიარა გეგმიური PCR ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გადავიდნენ იზოლაციაში 12 დღით. მხოლოდ ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებული იზოლაციის ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან ისინი საკუთარ სამუშაო ადგილს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იმ სივრცეში, სადაც მუშაობდა ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და მასთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლები, უკვე ჩატარდა დეზინფექცია (გეგმიური დეზინფექცია დაწესებულებებში სისტემატურად ტარდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო დამატებითი ღონისძიება).

იმ პირის მდგომარეობა, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია და მასთან მიმართებაში ასევე სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდება.

ახალი წელი და კორონავირუსი ევროპაში

კორონავირუსი და ახალი წელი - რას აპირებე...

ᲘᲢᲐᲚᲘᲐ ბევრი იტალიელი შობისა და ახალი წლის დღეებში სათხილამურო კურორტებზე მიდის...
18:18 ოთხ. 25 ნოემბერი
შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა კა...
44 წუთის წინ
მათივე ცნობით, 2020 წელს პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდ...
45 წუთის წინ
„ჩემთვის დიდი პატივია გენერალ მაიკლ ფლინის სრული შეწყალების შესახებ განვაცხადო. მას და მის ოჯახს ვულ...
48 წუთის წინ
როგორც 25 ნოემბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკა...
09:40
ტაბიძეზე სახლი იწვის

ხორავას ქუჩაზე ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლ...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა....
23:50 ოთხ. 25 ნოემბერი
25 ნოემბრის მიმოხილვა
🔺 დიეგო მარადონა გარდაიცვალა დღეს, 25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთე...
23:27 ოთხ. 25 ნოემბერი
ნინო კალანდაძე: პროკურატურაში გამოკითხვა...
„ვინაიდან მაქვს უფლება, გამოკითხვა ჩატარდეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ცხადი...
23:19 ოთხ. 25 ნოემბერი
ზაზა წერეთელი: ბიზნეს სექტორი გაგებით უნ...
მისი თქმით, შეზღუდვები, რომელზეც საქართველოს მთავრობა ბიზნესისა და ჯანდაცვის სფე...