მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID-19-ის 100%-იანი შედეგით მკურნალობა ისრაელში - წინასწარი მონაცემები

კორონავირუსი, ისრაელი, მკურნალობა
1586520658
COVID-19

ისრაელის კლინიკა Pluristem-ის არა მხოლოდ ყველა პაციენტი გადარჩა, არამედ ოთხს რესპირატორული პარამეტრების გაუმჯობესებაც აღენიშნა – საუბარია COVID-19-ით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებზე.

ამის შესახებ ისრაელის ავტორიტეტული გამოცემა jpost.com წერს.

გამოცემის ცნობით, ისრაელში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ კრიტიკულად მძიმე ექვს პაციენტს, რომლებიც ლეტალური გამოსავლის მაღალი საფრთხის წინაშე იმყოფებოდნენ, Pluristem-ის პლაცენტაზე დაფუძნებული უჯრედული თერაპიის პროდუქტი მიეცათ და ისინი გადარჩნენ. ამ საწყის მონაცემებს ავრცელებს ხაიფაში არსებული კომპანია.

ასეთი მიდგომით პაციენტებს მკურნალობა ისრაელის სამ სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში ჩაუტარდათ. ამ პაციენტებს აღენიშნებოდათ COVID-19-ით გამოწვეული რესპირატორული უკმარისობა და ანთებითი გართულებები. ოთხ პაციენტში ასევე აღინიშნებოდა ორგანული სისტემების უკმარისობა, მათ შორის გულსისხლძარღვთა და თირკმელების უკმარისობა.

Pluristem-ის თანახმად, არა მხოლოდ ყველა პაციენტი გადარჩა, არამედ ოთხს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა რესპირატორული მაჩვენებლები და სამი უკვე მალე მოიხსნება სუნთქვის აპარატიდან. გარდა ამისა, ორ პაციენტში, რომელთაც COVID-19-ით ინფიცირებამდე უკვე აღენიშნებოდათ ჯანმრთელობის პრობლემები, რესპირატორულ გაუმჯობესებასთან ერთად, სახეზეა კლინიკური გაუმჯობესების ნიშნებიც.

“ჩვენ ძალიან კმაყოფილნი ვართ ამ მიდგომის გამოყენებით მიღებული პირველადი შედეგებით და ვმუშაობთ, რათა PLX უჯრედები გამოყენებული იქნეს ჩვენი პაციენტების და ჯანდაცვის სისტემების სასარგებლოდ, – განაცხადა Pluristem-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და პრეზიდენტმა ოაკი იანაიმ. – Pluristem მუშაობს, რათა გაიზარდოს წარმოება და PLX უჯრედები იმ პაციენტებს მიაწოდოს, რომელთაც განსაკუთრებით ესაჭიროებათ დახმარება“.

„Pluristem-ის PLX უჯრედები“ წარმოადგენს ალოგენურ მეზენქიმიურ უჯრედებს, რომლებსაც აქვთ იმუნომოდულატორული მახასიათებლები, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი აღადგენენ იმუნური სისტემის ბუნებრივ მარეგულირებელ T უჯრედებს და M2 მაკროფაგებს, რაზეც კომპანიამ მანამდეც გამოაქვეყნა ინფორმაცია. მიღებული შედეგი საშუალებას იძლევა, თავიდან ავირიდოთ იმუნური სისტემის კოლაპსის საფრთხე. ამგვარად მცირდება პნევმონიისა და პნევმონიტის (ფილტვის ქსოვილების ზოგადი ანთება) სასიკვდილო სიმპტომები.

PLX უჯრედებთან დაკავშირებული წინა-კლინიკური მიგნებები მნიშვნელოვან თერაპიულ შედეგებზე მიუთითებს, რომლებიც აღმოჩენილი იქნა საცდელ ცხოველებში პულმონალური ჰიპერტენზიის, ფილტვის ფიბროზის, თირკმელების მწვავე დაზიანების და კუჭნაწლავის სისტემის დაზიანების მკურნალობისას.

გამოცემის თანახმად, Pluristem მრავალეროვნული კლინიკური კვლევის ჩატარებას გეგმავს  კორონავირუსთან დაკავშირებული გართულებების სამკურნალოდ. აქვე აღნიშნულია, რომ ანგარიშები აღარ მომზადდება ცდებზე, პირიქით – განახლდება ინფორმაცია კლინიკური ცდების პირობებში მიღებულ პროგრესსა და სტატუსზე.

კომპანია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მარეგულირებლებთან, რათა „განისაზღვროს კომპანიის COVID-19-თან დაკავშირებული კლინიკური სტრატეგია“, - განაცხადა იანაიმ.