მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მზადაა - რუსეთის თავდაცვის უწყება

პირბადე და მსოფლიო
1595316192
COVID-19

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული სამამულო წარმოების ვაქცინა მზადაა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, ვაქცინის შექმნაზე სამხედრო სპეციალისტები და გამალეის სახელობის ეროვნული კვლევის ცენტრის მეცნიერები მუშაობდნენ.

რუსი სპეციალისტების მტკიცებით, კლინიკური გამოცდის ფაზა, რომელშიც ათობით მოხალისე ჯარისკაცი მონაწილეობდა, უკვე დასრულებულია. ყველა მათგანმა მიიღო იმუნიტეტი Covid-19-ზე, თავს კარგად გრძნობენ და სახლებშიც გაეწერნენ.

ექსპერტების აზრით, ახალი ვაქცინა მასიურ წარმოებაში აგვისტოდან შევა.

მსოფლიოში კორონავირუსით 14 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. მათ შორის, 8 479 912 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 599 716 გარდაცვლილი.

ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს განაცხადა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად მიმდინარე წლის 11 მარტს აღიარა.