მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი სამედიცინო დაწესებულებებში აქტიურად მიმდინარეობს

რუსეთში კოვიდვაქცინაცია დაიწყო
1612595637
COVID-19

სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ცნობით, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი სამედიცინო დაწესებულებებში აქტიურად მიმდინარეობს. 

ამავე ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისია, დაწესებულებებში მონიტორინგს ახორციელებს.

მონიტორინგი ორ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე შემოწმდება, რამდენად მზად არიან დაწესებულებები, COVID 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის სერვისის მისაწოდებლად. ამ ეტაპზე, რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები, დაწესებულებებს მისცემენ რეკომენდაციებს, ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის N01-11/ნ ბრძანებით და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის N828 დადგენილებით გაწერილი, ვაქცინის უსაფრთხო მიწოდების უზრუნველსაყოფად აუცილებელი მოთხოვნების შესაბამისად.

რაც შეეხება მეორე ეტაპს, ვაქცინაციის კაბინეტების განმეორებით გადამოწმების შემდეგ, რეკომენდაციების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, დაწესებულებებს COVID 19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის სერვისის მიწოდების უფლება მიეცემათ.