მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID-19-ით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ აქტიურ ინფიცირებულებისას გაუსწრო

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ ინფიცირებულებს გადააჭარბა, 11 მაისი 2020 წ.
1589179740
COVID-19

საქართველოში COVID-19-ით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ აქტიურ ინფიცირებულებისას გაუსწრო.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან 317 პაციენტია განკურნებული, კოვიდინფიცირებული კი, 308 პაციენტია, რომელიც ამ ეტაპზე მკურნალობს.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის მხოლოდ 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 8 კი, გამოჯანმრთელდა.

ჯამში, კორონავირუსის 638 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 10 გარდაცვლილია.

კარანტინის რეჟიმში 4896 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 444 პაციენტი.