მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 200 000-ს ინდოეთშიც გადააჭარბა

კორონა ინდოეთი
1591111565
COVID-19

ინდოეთი მეშვიდე სახელმწიფო გახდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა.

2 ივნისის საღამოს მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 201 997-ს შეადეგნს, გარდაცვლილთა რიცხვი 5638-ს. ინდოეთში უკვე 97 000 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 100 000-მდე კი ამჟამადაც მკურნალობის კურსს გადის.

ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ინდოეთში მაისიდან დაიწყო და 1 თვეში 400%-ით გაიზარდა. მკაცრმა კარანტინმა და ქუჩაში გამოსული ადამიანების ხელკეტით ცემამ ვირუსი ვერ შეაჩერა.