მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაღესტნელმა მორწმუნეებმა კარანტინი მასობრივად დაარღვიეს

კორონავირუსი, დაღესტანი, კარანტინი, მეჩეთი
1585989168
COVID-19

დაღესტანში პარასკევის ლოცვაზე მეჩეთებში ათასობით მორწმუნე შეიკრიბა, მიუხადავად კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინისა. რესპუბლიკის ლიდერმა ვლადიმირ ვასილევმა განაცხადა, რომ „იმ ადამიანებს, ვინც ეს დაუშვა, შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისგება დაეკისროთ“.

ვასილევის თქმით, წინა დღეს რესპუბლიკის სულიერი ლიდერი მოუწოდებდა მორწმუნეებს, პარასკევის ლოცვაზე თავი შეიკავონ მასობრივი შეკრებისგან. მიუხედავად ამისა, მახაჩყალის მეჩეთში დაახლოებით 1 000, ხოლო კიზილიურტის მეჩეთში დაახლოებით 3 000 მორწმუნე შეიკრიბა.

რუსეთის „როსპოტრებნადზორის“ ოფიციალური მონაცემებით, დაღესტანში კორონავირუსით 25 ადამიანია ინფიცირებული. რესპუბლიკაში საყოველთაო იზოლაციის რეჟიმია გამოცხადებული.