მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით სერგეენკო: ყველას მინდა ვთხოვო, გაიარონ ექიმთან კონსულტაცია და ჩაიტარონ ვაქცინაცია

დავით სერგეენკო აიცრა
1617811583
COVID-19

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო მოქალაქეებს ექიმთან კონსულტაციის გავლისა და ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

მოწოდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, AstraZeneca-ს ვაქცინით ავიცერი.
კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ერთადერთი სწორი გზა ვაქცინაციაა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა, ექიმთან კონსულტაციების შემდეგ, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთოს.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია, რომელიც საქართველოში დაიწყო, უფრო და უფრო ფართოვდება და რამდენიმე დღის წინ ახალი ჯგუფის ჩართვა გახდა შესაძლებელი. კერძოდ, ვაქცინის გაკეთება უკვე შესაძლებელი გახდა 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის და ამჯერად, მეც აღმოვჩნდი ამ კატეგორიაში.

დღეს ჩავიტარე „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ვაქცინაცია ერთადერთი ინსტრუმენტია, რასაც ბოლო 200 წლის განმავლობაში იყენებს კაცობრიობა ინფექციური სნეულებების დასამარცხებლად. ასე, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა და ყველას მინდა ვთხოვო, რომ გაიარონ ექიმთან კონსულტაცია და ჩაიტარონ ვაქცინაცია“, - წერს დავით სერგეენკო.