მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდი ბრიტანეთი 30 წლამდე მოქალაქეებს „ასტრაზენეკას“ ნაცვლად ალტერნატიულ ვაქცინას შესთავაზებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა - ასტრაზენეკა - Pia.ge
1617811156
COVID-19

დიდი ბრიტანეთის ვაქცინაციის საკონსულტაციო ორგანოს განცხადებით, ქვეყანაში 30 წლამდე ადამიანებს „ასტრაზენეკას“ ალტერნატიულ ვაქცინას შესთავაზებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გადაწყვეტილების მიზეზი მედიკამენტების მარეგულირებლი ორგანოს (MHRA) მოხსენება გახდა, რომლის თანახმად, დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკათი“ აცრილ 79 ადამიანს თრომბის იშვიათი ფორმები განუვითარდა, რომელთაგან 19 დაიღუპა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, იშვიათი თრომბის შემთხვევების თითქმის ორი მესამედი დაფიქსირდა ქალებში. გარდაცვლილი ადამიანები 18–დან 80 წლამდე იყვნენ.

აღნიშნული შემთხვევები დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 20 მილიონ დოზის გამოყენების ფარგლებში დადასტურდა.

ევროკავშირის წამლების მარეგულირებლის განცხადებით, იშვიათი თრომბები ვაქცინაციის გამონაკლის გვერდით მოვლენად უნა აღირიცხოს და ვაქცინაციის სარგებელი მის რისკებს აღემატება.

არაჩვეულებრივი თრომბები უნდა იყოს ჩამოთვლილი, როგორც ჯაბის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენა, მაგრამ ეს სარგებელი აჭარბებს რისკებს.