მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდი ბრიტანეთი AstraZeneca-ს ვაქცინით მოსახლეობის აცრას იწყებს

ბორის ჯონსონი ვაქცინით
1609739146
COVID-19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის წინააღმდეგ Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინით მოსახლეობის მასობრივი აცრა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ვაქცინის ნახევარ მილიონზე მეტი დოზა ქვეყანაში უკვე მზად არის გამოსაყენებლად.

დიდ ბრიტანეთის ხელისუფლება მასობრივი ვაქცინაციის დაწყებას ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტ მომენტად მიიჩნევს, თუმცა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, მოკლევადიან პერიოდში შეიძლება ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ გამკაცრდეს, რადგან ქვეყანა ინფექციის ახალი შტამის გავრცელებასაც ებრძვის.

დღეიდან ვაქცინაცია ოქსფორდში, ლონდონში, სასექსში, ლანკაშირსა და უორუიკშირში დაიწყება.

👉 ინფორმაციისთვის, 3 იანვარს დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 54,000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

👉 ჩრდილოეთ ირლანდიასა და უელსიში ამჟამად კარანტინი მოქმედებს, ხოლო შოტლანდიის მინისტრთა კაბინეტის წევრები შეზღუდვების გამკაცრების საკითხზე მსჯელობისთვის შეკრებას გეგმავენ.