მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე COVID 19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

ეკატერინე ტიკარაძე  COVID 19-ის მართვაში ჩართული  კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
1620285991
COVID-19

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე СOVID-19-ის მართვაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებსა და კლინიკურ კონსულტანტებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.

ეკატერინე ტიკარაძემ დეტალური ინფორმაცია მიიღო თითოეულ კლინიკაში არსებული საწოლ-ფონდის რაოდენობის, მათი საჭიროებებისა და დამატებითი რესურსის მობილიზების შესახებ.

მათი თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ კლინიკური კონსულტანტების ერთიანი პლატფორმა სამედიცინო მომსახურების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებსაც, რომლებიც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება.

კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მსუბუქი შემთხვევების კლინიკურ სასტუმროებში მართვას.