მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე: ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი
1608670128
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, სისტემა პანდემიას გაზრდილი საწოლფონდით, მკურნალობის გაუმჯობესებული ხარისხით, მასშტაბური ტესტირებითა და სრულად მობილიზებული მედ-პერსონალით ებრძვის.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია.

„მიუხედავად მკურნალობის წარმატებისა, სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ლეტალობის შემთხვევები. 20 დეკემბრის მონაცემებით ქვეყანაში დადასტურებული 209 000-მდე შემთხვევიდან გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს, რაც მსოფლიო გამოცდილებასთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ თითოეული შემთხვევა სახელმწიფოსთვის და მათი ოჯახებისთვის, რა თქმა უნდა უდიდესი დანაკარგია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 212 526 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 188408 და გარდაცვლილია 2182 ადამიანი.