მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექიმი: კორონავირუსის დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან არცერთი შიდა გადაცემა არ არის

ბოქსირებული კორპუსის შესასვლელი
1584979744
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, დღეს მათ კლინიკაში კორონავირუსის კიდევ 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულ პირებს მოგზაურობის ისტორია აქვთ.

"დღეს კიდევ გამოვლინდა ჩვენთან ოთხი ახალი ინფიცირებული, ასევე გამოვლინდა სამი აჭარაში. ჩვენთან მყოფი 4 შემთხვევიდან არცერთი არ არის შიდა გადაცემა. ისინი არიან ამერიკიდან ჩამოსულები. ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის. ესენი იყვნენ თვითიზოლაციაში",- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში სულ 61პირია ინფიცირებული კორონავირუსით. მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.