მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექსპერტი: კოვიდინფექცია ისე გავრცელდა, შესაძლოა, ქვეყნის სტაბილურობაზეც იმოქმედოს

ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენმდივნის მოადგილე
1605885363
COVID-19

გაეროს გენერალური მდივნის, ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის მრჩეველი, ექსპერტი პროფესორი გიორგი ფხაკაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასა და კოვიდინფიცირების გაზრდილ შემთხვევებზე საუბრობს. 

„მოწოდება მარტივია, ჩვენ უკვე გადავლახეთ რამდენიმე წითელი ხაზი. აქ საუბარია იმაზე რა შეიძლება გაკეთდეს, ერთმანეთს გვერდით უნდა დავუდგეთ ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, ჯანდაცვა თუ უსაფრთხოება.ისე გავრცელდა ვირუსი, რომ შეიძლება ქვეყნის სტაბილუროპბაზეც იმოქმედოს. შესაბამისად, ალბათ კარგი იქნება, რომ ჩვენ ერთმანეთს დავეხმაროთ“, - აღნიშნა ექსპერტმა.

რაც შეეხება „ლოკდაუნს“, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ შიდა საუბარი იყო ამის შესახებ და მთავრობა თავად მიიღებს გადაწყვეტილებას.

„მე თავიდანვე ვამბობდი, აგვისტოს ბოლოს ან სექტემბერში ჩაკეტილი რომ ვყოფილიყავით გარკვეული პერიოდი ძალიან მცირე რაოდენობა გვექნებოდა ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის. სამწუხაროდ ჩვენ გაგვეპარა ეს, ქვეყანაში კლასტერები აღარ არის, აღარ გვყავს კლასტერები ქვეყანაში, უკვე უნდა ვებრძოლოთ ეპიდემიას. სამწუხაროდ ის წერტილოვანი შეზღუდვები ეფექტური აღარ არის“, - განაცხადა ფხაკაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვლიდან 20 ნოემბრის ჩათვლით გამოვლენილია კოვიდინფიცირების 96 860 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელებულია 77 932, ხოლო 894 პირი ვირუსს ესმხვერპლა.