მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ენდელაძე: მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, ჯანდაცვის სისტემა გამართულია

ინფექციურის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი
1600932146
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ასეთი მატება მოსალოდნელი იყო.

მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემა გამართულია.

„რა თქმა უნდა, ამდენი კოვიდინფიცირებულების კონტაქტების მოძიების შემდეგ მოემატებოდა, მაგრამ, მინდა დავამშვიდო მოსახლეობა, სისტემა გამართულია, უკვე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებით და ყველანაირად შევძლებთ პაციენტების მართვას“,- აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. ქვეყანაში, ბოლო 24 საათში კოვიფინფიცირებულთა რიცხვი 259-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1705 გამოჯანმრთელებულია, 25 გარდაცვლილი.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5584 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836, კოვიდსასტუმროებში მყოფი პირების რაოდენობა კი, 563-ია.