მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეპიდაფეთქება საქართველოში - 158 ახალი შემთხვევა

კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში
1599891445
COVID-19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა განაახლა.

12 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2075 შეადგენს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ინფიცირების შემთხვევა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც საქართველოში აქამდე დაფიქსირებულა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. იანვარში ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვირუსი გადამდებია.

2020 წლის 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.