მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეპიდვითარება საქართველოს სამეზობლოში

ვირუსი და დნმ
1609359455
COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული რაოდენობა 31 დეკემბრის მონაცემებით 82 მილიონს აჭარბებს. 

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ეპიდვითარება ასეთია:

🔴 რუსეთის ფედერაცია

რუსეთში Covid-19-ის გავრცელება კვლავ სწრაფი ტემპით გრძელდება. worldometers - ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 26 513 პირს კოვიდინფექცია დაუდასტურდა, ხოლო 599 გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის შედეგად, ქვეყანაში სულ გარდაცვლილია 56 426 პაციენტი, გამოჯანმრთელებულია 2 მლნ-ზე მეტი ადამიანი.

🔴 სომხეთი:

სომხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა. დროის ამ პერიოდში ინფექციას 10 ადამიანი ემსხვერპლა. სომხეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 158 878-მდე გაიზარდა.

🔴 აზერბაიჯანი:

აზერბაიჯანში კოვიდინფიცირებულია 217,636 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდინფექცია 1052 ადამიანის დაუდასტურდა, ხოლო 34 ინფიცირებული ვირუსს ემსხვერპლა.

🔴 რაც შეეხება თურქეთს, თურქეთში კოვიდვირუსი დადასტურებული აქვს 2 მლნ-ზე მეტ ადამიანს. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსი 15,692 ადამიანს დაუდგინდა, 254 კი გარდაიცვალა.

ინფორმაციისთვის, კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გამოვლინდა. მიმდინარე წლის 20 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ინფექცია გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.