მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეს მეცნიერების დიდი გამარჯვებაა, ვულოცავ ყველას! - ბიძინა კულუმბეგოვი Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე

ექიმი-იმუნოლოგი
1604955881
COVID-19

„ეს მეცნიერების დიდი გამარჯვებაა, ვულოცავ ყველას“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.

კულუმბეგოვი Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინას ეხმაურება.

„კომპანია ფაიზერის მიერ შექმნილმა ვაქცინამ 90% - იანი კლინიკური ეფექტი აჩვენა. არა და გათვლა 50% ზე იყო. ეს მეცნიერების დიდი გამარჯვებაა, ვულოცავ ყველას!

პ.ს. ანტივაქსერებს ორი საქმე გამოუჩნდათ დაემალნონ კორონას და აწ უკვე ვაქცინასაც“,- წერს სოციალურ ქსელში კულუმბეგოვი.

ინფორმაციისთვის, კომპანია Pfizer-ის და BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ტესტირება წარმატებით მიმდინარეობს. ვაქცინის ეფექტიანობამ 90% შეადგინა და ადამიანის ინფიცირების ალბათობა მისი გამოყენების შემთხვევაში მინიმალურია.

ვაქცინის ტესტირების მე-3 ფაზაში 43 538-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ ორგანიზმში ვაქცინა და პლაცებო შეიყვანეს. კვლევებში მონაწილე ადამიანებიდან მხოლოდ 94 ინფიცირდა, თუმცა, მათაც დაავადება საკმაოდ მარტივად გადაიტანეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 Pfizer-მა ვაქცინის ტესტირებაში დიდ წარმატებას მიაღწია