მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"ეს რეალობასთან ახლოს არ არის" - პაატა იმნაძის პასუხი მათ, ვინც ფიქრობს, რომ ახალი კორონა ნოემბერში გადაიტანეს

პრესკონფერენცია ლუგარის ლაბორატორიაში 2020
1585736495
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილს პასუხობს, ვინც ფიქრობს, რომ მსგავსი სიმპტომებით ახალი კორონავირუსი წინა წლის ნოემბერ-დეკემბერში უკვე გადაიტანეს.

"ნუ დაგვავიწყდება, რომ მსგავსი სიმპტომებით - ტემპერატურა, ხველა და ა.შ საქართველოში ნოემბერში დაიწყო გრიპისა და გრიპის მაგვარი დაავადებების სეზონი. დაინტერესებულებს ვთხოვ იხილონ ჩვენი ვებ-გვერდი, სადაც წერია, რომელი ვირუსები ცირკულირებდა ქვეყანაში, ეს იყო მაგალითად B ტიპის ვირუსები, იქ იყო კორონავირუსები, ოღონდ ჩვეულებრივი ადამიანის კორონავირუსები და არა ახალი, რესპირატორიულ- სინციტიური ვირუსი, რომელიც სხვათაშორის დღესაც გრძელდება. შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ შარშან ზაფხულშიც ჰქონდა გადატანილი. ეს რეალობასთან ახლოს არ არის", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 23 უკვე გამოჯანმრთელდა.