მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი საზღვრებს კეტავს

ევროკავშირის დროშა
1584426589
COVID-19

დღეიდან, ევროკავშირი არაწევრი სახელმწიფოებისთვის საზღვრებს კეტავს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

"სამშაბათს, შუადღისას, ევროკავშირის და შენგენის ზონის საზღვრები 30 დღის განმავლობაში დაიხურება. ვიზიტები არაევროპულ ქვეყნებიდან და ევროკავშირს წევრ ქვეყნებს შორის შეჩერებულია",-აღნიშნა ემანუელ მაკრონიმ.

მისი თქმით, კორონავირუსის საფრთხე რეალური ხდება.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისკენ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა.

"ჩვენ საომარ მდომარეობაში ვართ. ჩვენი მტერი უხილავია, მაგრამ ის წინ მიიწევს", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მან მოსახლეობას სახლში დარჩენისა და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 13 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება საქართველოს, ლაბორატორიულად დადასტურებული 33 შემთხვევაა გამოვლენილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ქვეყნებში ვირუსის გავრცელების სწრაფ დინამიკას საგანგაშო და შემაშფოთებელი უწოდა. ახალი კორონავირუსი ჩინეთში გასული წლის დეკემებერში უხანის პროვინციაში დაფიქსირდა.