მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: 11 ახალი ინფიცირებულიდან ყველას წყარო ცნობილია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1590820978
COVID-19

11 დადასტურებული შემთხვევიდან 2 ბოლნისიდან არის, ხოლო დანარჩენი 9 არის ერთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულებია. აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ექიმის თქმით, ამ ეტაპზე განკურნებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

"გუშინდელს მერე 11-ით გაიზარდა დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა. ახლა გვყავს 757 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვმაც მნიშვნელოვნად მოიმატა, 24-ით გაიზარდა, ახლა გვყავს 600 გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 145 პაციენტი მკურნალობს. 11 დადასტურებული შემთხვევიდან 2 ბოლნისიდან არის, ჩვეულებრივად წყარო ცნობილია, ხოლო დანარჩენი 9 არის ერთ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულები. ყველა ცნობილია. გრძელდება კვლევა კიდევ თუ არსებობს ამ წყაროში ინფიცირებულები. კლასტერი ახალი არ არის, ცნობილი წყაროა. ისინი იზოლაციაში იყვნენ ბინაზე", - აღნიშნა ეზუგბაიამ.