მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: 4 ახალი ინფიცირებულიდან ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1591771997
COVID-19

კოვიდინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ექიმის ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთი სამედიცინოს სფეროს წარმომადგენელია.

"გამოჯანმრთელებულების პროცენტი კვლავ 84-ია. ამ ეტაპზე ამ მონაცემების შეჯერებით 119 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. 4 დადასტურებული შემთხვევიდან 1 საბურთალოს წყაროდან გახლავთ, დაავადებულთან კონტაქტირებული პირია, 2 იმპორტირებული შემთხვევაა და კიდევ 1 სამედიცინო პერსონალია. კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ, რომ ეს სამედიცინო პერსონალი არ არის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელი. 30 იანვრიდან დღემდე ჩვენ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გვქონია. ჩვენს ცენტრში ამ ეტპზე მკურნალობს 43 დადასტურებული შემთხვევა. მივიღეთ 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან 1 არის საბურთალოს დადასტურებული შემთხვევა. პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. ჯერჯერობით ისევ გვყავს 1 მძიმე პაციენტი, რომლის მდგომარეობა სტაბილურია და დინამიურად ვლინდება, რომ გაუმჯობესება გვაქვს. ალბათ მომდევნო დღეებში ისიც დატოვებს მძიმე პაციენტების სიას", - აღნიშნა ეზუგბაიამ.