მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: 7 იმპორტირებული შემთხვევიდან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლი გახლავთ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან კორონავირუსის შესახებ განცხადებას აკეთებს. 2020 წ.
1596704219
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს, 6 აგვისტოს კორონავირუსის დაფიქსირებული 9 შემთხვევიდან 7 იმპორტირებულია, რომელთაგან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლს დაუდასტურდა, 2 შემთხვევაზე კი მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

გუშინდელი, 5 აგვისტოს მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში 40 დადასტურებული შემთხვევა იყო, 3 გამოჯანმრთელდა და 1 დაემატა. დღევანდელი ინფორმაციით კი ცენტრში 38 ადამიანი მკურნალობს.

ახალი დადასტურებული შემთხვევის მდგომარეობა არსებული კვლევებით საშუალო სიმძიმისაა.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.