მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: ახალი შემთხვევების წყარო ცნობილია, რაც ჩვენთვის დამამშვიდებელია

მარინა ეზუგბაია კორონავირუსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს, 16 ივნისი 2020 წ.
1592809943
COVID-19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებიდან ყველას წყარო ცნობილია. ინფიცირებულები გადმოყვანილები არიან ბოლნისიდან და მარნეულიდან, ასევე არის იმპორტირებული შემთხვევები.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 133 ინფიცირებული მკურნალობს.

მარინა ეზუგბაიას თბილით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო დღეების განმავლობაში შეყვანილი კოვიდინფიცირებულების მდგომარეობა საშუალო და დაშუალოზე მსუბუქია.

"უკვე ბოლო რამდენიმე დღეა ყველა შემთხვევის წყარო ცნობილია, რაც ჩვენთვის დამამშვიდებელია. ყველაფერი ჯერჯერობით ნორმაში გვაქვს", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

დღეს კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 6 კი, გამოჯანმრთელდა.