მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: ერთი ახალი ინფიცირებული ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1589870984
COVID-19

"ერთი ახალი შემთხვევა არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი", - აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ექიმის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ვითარება უცვლელია და კვლავ რჩება მძიმედ ორი პაციენტის მდგომარეობა.

"დღეს მხოლოდ 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა შეემატა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გაიზარდა 24-ით. ამ ეტაპზე გვყავს 456 გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 234 პაციენტი მკურნალობს, სხვაობა განკურნებულებსა და მკურანალობაზე მყოფ პაციენტებს შორის გაიზარდა და აჭარბებს. 1 ახალი შემთხვევა არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი. ჩვენს ცენტრში 30 კოვიდდადასტურებული შემთხვევა მკურნალობს. მდგომარეობა არ შეცვლილა, კვლავ 2 მძიმე პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა არ გაუარესებულა ამ დღეების განმავლობაში, სტაბილურია, უმნიშვნელო გაუმჯობესება შეინიშნება და ვნახოთ. ახალი დადასტურებული შემთხვევა არ შემოსულა ჩვენთან. გუშინ მხოლოდ 1 პაციენტი გვყავდა გამოჯანმრთელებული", - აღნიშნა ეზუგბაიამ.