მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეზუგბაია: გერმანიიდან ჩამოსული პირებიდან კორონავირუსი არცერთს არ აღმოაჩნდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1586017092
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გერმანიიდან ჩამოსულ პაციენტებს კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდათ.

ექიმის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაცინეტების მდგომარეობა დილიდან საღამომდე სტაბილურია და არ შეცვლილა.

"15 პაციენტს ჩაუტარდა PCR ტესტირება. გერმანიიდან ჩამოსულ ყველა პირზე უარყოფითი პასუხია, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. სხვა პაციენტებს არც შეეხება სიტუაცია არ შეცვლილა, მდგომარეობა სტაბილურია, რაც სამომავლოდ სასიკეთო უნდა იყოს", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის ვირუსის 157 შემთხვევაა გამოვლენილი, 31 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 კი დღეს გარდაიცვალა.